დღეს "საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო" ორგანიზაციის დაარსების 10 წლისთავს აღნიშნავს.
"მრავალეროვანი საქართველო" აერთიანებს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში უმცირესობათა აქტიურ ჩართულობას. "მრავალეროვანი საქართველო" გახლავთ ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაცია.
ორგანიზაციის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მიღება გაიმართება მიმდინარე წლის 28 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელისუფლებო ორგანოებისა და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელი პირები, უცხოელი სტუმრები, ასევე ეთნიკური და რელიგიური სათვისტომოების ლიდერები.