"გერმანია ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ის სამკურნალოდ ერთ-ერთ გერმანულ კლინიკაში გაემგზავრება", _ განაცხადა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის გენერალურმა მდივანმა რუპრეხტ პოლენცმა.
უფრო ადრე მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ მუბარაქს გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა შეეძლო, რითაც ის ეგვიპტის ხელისუფლებაზე უარს იტყოდა. მოვლენების განვითარების ამ ვარიანტის შესახებ "The New Yiork Times"-იც იუწყებოდა.
პოლენცმა, რომელიც გერმანიაში საგარეო პოლიტიკას კურირებს, განაცხადა, რომ გერმანია მუბარაქს თუნდაც ჰუმანურობის გამო მიიღებს. ამავდროულად, პოლენცმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთმა ეგვიპტეზე ზეწოლა არ უნდა მოახდინოს, რათა ადგილობრივებს მომავლის არჩევის დროს ხელი არ შეუშალოს.
შეგახსენებთ, მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით, ანტისახელისუფლო გამოსვლები ეგვიპტეში 25 იანვრიდან მიმდინარეობს.