"დროას" წევრი თათა ფერაძე დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს პარტია "დროა".
მათი ინფორმაციით, თათა ფერაზე დიდუბის პოლიციაში გადაჰყავთ.
"რამდენიმე წუთის წინ, დააკავეს პარტია “დროას” წევრი, თათა ფერაძე. გადაჰყავთ დიდუბის პოლიციაში", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თათა ფერაძის დაკავების მიზეზი.