მოსკოვის ცენტრში საბჭოთა კავშირის ყოფილი გენერალური მდივნის, იური ადროპოვის 31 წლის შვილიშვილს, კონსტანტინე ანდროპოვს, თავს დაესხნენ.
უცნობი ანდროპოვს ზურგიდან დაესხა თავს. შემდეგ კი რამდენჯერმე დაარტყა სახეში. ყოფილი გენერალური მდივნის შვილიშილმა ტვინის შერყევა მიიღო. ამჟამად იგი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჰოსპიტალში მკურნალობს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია ძიება. საინტერესოა, რომ საქმის მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს "ტვერის" უბნის რწმუნებულს, კაპიტან ბრეჟნევს დაევალა.