ადვოკატები ეჭვობენ, რომ შვედეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, შესაძლოა, ჯულიან ასანჯი ამერიკას გადასცენ. ამის შესახებ ადვოკატებმა ბრიტანეთის სასამართლოში განაცხადეს.
"ვიკილიქსის" დამფუძნებლის დამცველთა აზრით, ამერიკის საპყრობილეებში, თუნდაც გუანტანამოში, შესაძლოა, ასანჯს მკაცრადAმოეპყრონ და აწამონ. ეს კი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ არაა გამორიცხული, შპიონაჟის დამტკიცების შემთხვევაში, ასანჯი სიკვდილითაც დასაჯონ.
ადვოკატებმა თავიანთი არგუმენტები ლონდონის სასამართლოს ორღიან ღია სხდომაზე გაახმიანეს, რომელიც შვედეთის მხარისთვის ასანჯის გადაცემას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ჯულიან ასანჯმა სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც სკანდალურ პორტალ "ვიკილიქსში" ამერიკელი მაღალჩინოსნების მიმოწერა გამოაქვეყნა.