უკრაინის ექს-პრემიერ მინისტრს იულია ტიმოშენკოს არასოდეს დააპატიმრებენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის რადას წევრმა იაროსლავ კენძერმა განაცხადა.
"მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იულია ვლადიმეროვნას არასოდეს ჩასვამენ", რადგან ამას "მისი მოსკოველი მეგობარი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი არ დაუშვებს", - განაცხადა კენძერმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ გარემოებით კარგად სარგებლობს იულია ტიმოშენკო და ის ცდილობს, რაც შეიძლება მეტად გააბრაზოს იანუკოვიჩი და მისი გუნდი.
"სხვა რომ არაფერი, მისი სისტემატიური სიარული პროკურატურაში ეს არის ტელეარხების ყველა ახალ ამბებში ყოფნის გარანტია. ეს ვითარება იულია ვლადიმეროვნას რეიტინგს ზრდის და მისგან უკრაინასა და უკრაინელი ხალხის ბედზე დიდი წამებულის სახეს ქმნის,"- განმარტა დეპუტატმა.