ამიერიდან, ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გაზმირი, გელოდებით ყველას, - ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წერს.
"ყოველ ხუთშაბათს, პირველ საათზე , წმ სპირიდონის პარაკლისს ვიხდიდი ქვემო ბეთლემში, მაგრამ ამბიონი წამართვეს და ხალხს ვერ ვხვდები ტაძარში . ამიერიდან, ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი.
გელოდებით ყველას დღეს 8 საათიდან.
ყოველდღე- ბო ლო მდე"- წერს არქიმანდრიტი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და გაამწესა წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი შუამდგომლობით საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ დღეს მიმართა.