ამერიკული ავიაკომპანიების ზარალმა გასულ კვირას 600 მლნ. დოლარს გადააჭარბა. ეს 20 ათასი რეისის გადადებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ ძლიერმა თოვლმა და ქარიშხალმა გამოიწვია.
გასულ კვირას გადადებული ავიარეისების რაოდენობა აშშ-ისთვის, 1987 წლის შემდეგ, რეკორდულია. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში აშშ-ის მასშტაბით რამდენიმე აეროპორტის, მათ შორის ჩიკაგოს აეროპორტის მუშაობა მთლიანად პარალიზებული იყო.
2010 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2011 წლის 6 თებერვლის ჩათვლით აშშ-ში უამინდობის გამო 89884 რეისი გადაიდო.