ტოკიოში რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გააგზავნა, რომელშიც ტოკიოში იაპონელი ნაციონალისტების მიერ რუსეთის დროშის შეურაცხყოფის გამო პროტესტი გამოთქვა.
"უკიდურესად აღმაშფოთებელი და უპატიებელი ფაქტია რუსეთის დროშის შეურაცხყოფა, რომელიც დემონსტრაციის მონაწილეებმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ახლოს განახორციელეს", _ ნათქვამია დიპლომატების განცხადებაში.
აღნიშნული ინციდენტის დროს, ტოკიოში "ჩრდილოეთის ტერიტორიების დღისადმი" მიძღვნილ მიტინგზე, რომელიც ტოკიოში რუსეთის წარმომადგენლობის ახლოს მიმდინარეობდა, დემონსტრანტებმა რუსეთის დროშა შეურაცხყვეს. კერძოდ, მას ჯერ ლოზუნგები დააწერეს შემდეგ კი ასფალტზე ათრიეს და დახიეს.
ამას გარდა, ტოკიოში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი კურილიის კუნძულების იაპონიისათვის გადაცემა მოითხოვა. აღნიშნული მიტინგი ტოკიოში რუსეთის საელჩოს მიდამოებში გაიმართა. ტოკიოში რუსეთის საელჩოს შენობას რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავს.