რუსეთში ტვერისა და ნოვგორიდის ოქლებს შორის, ქალაქ ბოლოგოესთან, რელსებიდან მატარებლის გადავარდნის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. 100-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. Mატარებელი მოსკოვიდან სანკ-პეტერბურგის მიმართულებით მიემგზავრებოდა.
"მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება. 25 დაუპულის შემდეგ გადავარდნილ ვაგონებში ნაპოვნია 14 ცხედარი", _ იტყობინება ავარიის ლიკვიდაციის ოპერატიული შტაბი.
რუსეთის საგანგები სიტაციათა სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაღუპულია 25 ადაიანი.
სულ მატარებელ "ნევსკი ექსპრესსის" 13 სამგზავრო ვაგონში გაყიდული იყო 611 ბილეთი, ხოლო იმ სამ ვაგონში, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა 204 ბილეთია გაყიდული. Yველაზე მეტად 11-12-13 ვაგონი დაზიანდა.
ავარიის მიზეზები უცნობია. თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ელექტროენეტრგიის გაორთვის შედეგად მატარებლის რელსებიდან გადასვლა სახელდება. როგორც რკინიგზის წარმომადგენლები აცხადებენ, ავარია, შესაძლოა, ელეტროენერგიის ძაბვის ცვალებადობას გამოეწვია, როს გამოც არ არის გამორიცხული ლიანდაგის ისარი გადართულიყო.
მოსკოვის სამართალდამცავი სტრუქტურები ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტსაც განიხილავენ. რკინიგზის ხაზთან ახლოს აღმოჩენილია ორმო, რომლის დიამეტრი 1 მეტრს აღემატება. ასევე თვითმხილველები აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს მათ უცნაური ხმა გაიგეს.
შემთხვევა 27 ნოემბერს მოსკოვის დროით 21:30 საათზე მოხდა.