გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და ანრი კვარაცხელიამ ციხეში შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩიკვაიძის დედა წერს.
ეკა წერეთლის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მას სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს. მისივე თქმით, შიმშილობა დაპატიმრებულებმა ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის გამო გადაწყვიტეს. ადგილი ჰქონდა მუქარასაც.
შიმშილობა ციხეში! 5 წუთის წინ დამიკავშირდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. მაცნობა, რომ გლდანის ციხის მე 8 დაწესებულებაში საკანი 84-ში სამივე წევრმა დაიწყო შიმშილობა. გიორგი ჩიკვაიძე, ირაკლი პაპიაშვილი, ანრი კვარაცხელია... მიზეზი წამებასთან გათანაბრებული ქმედება, საკვების არმიწოდების გამო, შემდეგ დაძალება, თითქოს ეს თავად მოითხოვეს და მათზე დღეს განხორციელებული "ძველბიჭური" მუქარა ციხის თანამშრომელ ვინმე გიორგისგან, რომელმაც განუცხადა : თავს დაგამახსოვრებინებ, ბიჭო!, - წერს ეკა წერეთელი.