გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სააგენტოს ცნობით, 26 ოქტომბერს, გვიან ღამემდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან – ძლიერი.
ასევე შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, ზღვაზე – 2-3-ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი).