დღეიდან, 28 ნოემბრიდან, საშობაო მარხვა დაიწყო. მარხვა 40 დღეს გრძელდება და 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე გახსნილდება.
მართმადიდებელი ეკლესია მარხვითა და ლოცვით ემზადება იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის.
სასულიერო პირები ყველა მორწმუნეს მოუწოდებენ, მარხვის პერიოდში სისტემატურად იარონ ტაძრებში, დაესწრონ წირვა-ლოცვებსა და ქართველთა რწმენის განსამტკიცებლადაც ილოცონ.
შობის მარხვის პერიოდში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში დაშვებულია თევზის მიღება.
უფალი იესო ქრისტე სულიწმინდის ძალით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან ბეთლემში იშვა. იქ მყოფმა მწყემსებმა უფლის შობა ანგელოზებისგან შეიტყვეს.