სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების ინფორმაციით, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან", პოლიციელები მოქალაქეებს იდენტიფიცირებისთვის აჩერებენ და ამოწმებენ.
პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს პირბადეები ჩამოართვა და ოქმებს უდგენს. რიგ შემთხვევაში კი ჩხრეკს მათ. ამ წუთებში პარლამენტთან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
გუშინ და დღეს, გზის გადაკეტვისა და აქციაზე სახის დაფარვის ბრალდებით არაერთი პირი დააკავეს და მათ რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ფოტო: რადიო თავისუფლება