აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
შეგახსენეთ, აქციის მონაწილეებმა გზა გუშინ, 18 ოქტომბერსაც გადაკეტეს.
დღეს დილიდან პოლიციამ რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა. დაკავებულთა შორის არის „ფორმულას“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია.
შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავეს, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები 326 დღეა მიმდინარეობს.