28 ნოემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დასრულდება ევროპის ქირურგთა საზოგადოების მე-13 კონგრესი, რომელშიც მონაწილეობენ ევროპისა და მსოფლიოს გამოჩენილი ქირურგები. ბოლო 12 წლის განმავლობაში ევროპის ქირურგთა კონგრესები ჩატარდა ევროპის ქვეყნებში.
ევროპის ქირურგთა საზოგადოების დირექტორთა საბჭოში ერთიანდებიან ქირურგიის გამოჩენილი მოღვაწეები და კორიფეები. საქართველოდან ბოლო 8 წლის განმავლობაში აღნიშნული საზოგადოების მიერ გამართულ კონგრესებში აქტიურად მონაწილეობენ "ავერსის კლინიკის~ პროფესორი ქირურგები.
მსგავსი სახის კონგრესის ჩატარება უპრეცენდენტოა პოსტსაბჭოთა სივრცეში. კონგრესის მასპინძელი და ორგანიზატორია _ "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი~ კონგრესის ძირითადი სპონსორია _ კომპანია "ავერსი~.
კონგრესი 27 ნოემბერს დაიწყო.