ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ ჯარიმები მსოფლიოსთვის გზავნილია: „ქართული კოშმარი“ დიპლომატებს აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს.
„ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ ჯარიმები მსოფლიოსთვის გზავნილია: „ქართული კოშმარი“ დიპლომატებს აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს. მოქალაქეების ხმა ჩახშობილია, დემოკრატიული ნორმები უგულებელყოფილია და თავისუფლება საფრთხის ქვეშ არის. ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვისთვის" 5000 ლარით დააჯარიმა.