ეგვიპტეში დაწყებულ მოლაპარაკებებზე კომენტარს აკეთებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
"ფოქს-ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ობამამ იმედი გამოთქვა, რომ ეგვიპტე კვლავაც ამერიკის პარტნიორი დარჩება. მისი თქმით, მუბარაქის ოპოზიციონერი ეგვიპტის მუსულმანთა საძმო ანტიამერიკული განწყობისაა, თუმცა მათ დიდი მხარდაჭერა არ აქვთ.
"არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი არჩევანი გვქონდა: მუსულმანთა საძმო ან დაჩაგრული ეგვიპტელი ხალხი. ჩემი სურვილია, ეგვიპტეს ჰყავდეს წარმომადგენლობითი მთავრობა და მჯერა, ქვეყანა თანმიმდევრული ცვლილებების პროცესს გაჰყვება, საბოლოოდ კი ეგვიპტეს ეყოლება ისეთი ხელისუფლება, ვისთანაც ჩვენ პარტნიორობას განვაგრძობთ",_ბარაკ ობამა აცხადებს.
მოვლენებს გამოეხმაურა, ასევე, რომის პაპი ბენედიქტ მე-16. იგი იმედოვნებს, რომ ეგვიპტეში მალე სიმშვიდე დაისადგურებს.
"ბოლო დღეების მანძილზე თვალს ვადევნებ ეგვიპტეში განვითათარევილ მოვლებნებს და ღმერთს ვთხოვ, ამ მიწის მფარველობას. დაე, ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს და ეგვიპტელმა ხალხმა ერთად შექმნას საკუთარი კეთილდღეობა",_განაცხადა რომის პაპმა.