ეგვიპტის მუსლიმანთა საბჭომ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს ოთხი ძირითადი მოთხოვნა გააცნო.
მათი განცხადებით, დიალოგს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ პრეზიდენტი გადადგება, მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა, დაითხოვენ პარლამენტს და გაათავისუფლებენ ყველა პოლიტიკურ პატიმრებს.
ოპოზიცია დაწყებულ მოლაპარაკებებს მხოლოდ პირველ ნაბიჯად მიიჩნევს.
ბოლო ინფორმაციით, ეგვიპტეში სკოლები და მაღაზიები გაიხსნა, თუმცა პროტესტი მაინც არ წყდება.
შეგახსენებთ, 25 იანვრიდან დღემდე, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.