28 ნოემბერს, წელს პირველად, სიღნაღში "სიღნაღქალაქობა" გაიმართება. უამინდობის გამო სიღნაღობის გამართვა ერთხელ უკვე გადაიდო.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგება - იქნება მწვადის ფესტივალი, ხალხური რეწვის და სოფლის ნობათის გამოფენა. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება მეღვინეობა-მევენახეობა-მეხილეობა, ქალაქის ცენტში დაიდგმება არყის სახდელი ქვაბი. შესრულდება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ დადგმული ცეკვები და მუსიკალური ნომრები.
როგორც რადიო "ჰერეთს" სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა განუცხადა, ღონისძიების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარი დაიხარჯება.