ეგვიპტის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაიწყო. BBC ინფორმაციით, ქვეყნის ვიცე პრეზიდენტი ომარ სულეიმანი ოპოზიციის ლიდერ მუჰამედ ელ ბარადეის შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა აკრძალული პარტიის "მუსულმანური საძმოს" წარმომადგენლებაც მიიღეს.
მოლაპარაკებების მიუხედავად, ოპოზიცია "მილიონიანი მარშის" გამართვას დღესაც აპირებს. ოპოზიციამ ეგვიპტის მოსახლეობას ტაჰირის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.
პარასკევს ანალოგიური აქციის დროს ოპოზიციამ ვერ მოახერხა ეგვიპტის პრეზიდენტის მუბარაქის გადაყენება, თუმცა გუშინ ინგლისის ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, მუბარაქის გადაგომის შესახებ.
აღნიშნული ამ დრომდე არ დაასტურდება.
უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელი დღე 25 იანვრის შემდეგ ეგვიპტეში ყველაზე მშვიდი დღე იყო.
რამდენად შეძლებს ოპოზიცია სასურველი შედეგის მიღწევას და "მილიონიანი მარშის " გამართვას, მოგვიანებით გახდება ცნობილი.