დობროპილიეს კონტრშეტევითი ოპერაციის დროს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის რეგიონში 180.8 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, ხოლო კიდევ 212.9 კვადრატული კილომეტრი დივერსანტებისგან გაიწმინდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო სამუშაო ვიზიტის დროს სირსკიმ ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტში სამეთაურო შტაბთან შეხვედრა გამართა და არსებული ვითარებისა და დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშები მოისმინა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ასევე ესაუბრა იმ დანაყოფების მეთაურებს, რომლებიც ახორციელებენ კონტრდივერსიულ ოპერაციებს მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების და ალყაში მოქცეული რუსი ოკუპანტების ცალკეული ჯგუფების მოსაძებნად და გასანადგურებლად.
მისი თქმით, მტრის მუდმივი კონტრშეტევების მიუხედავად, უკრაინის მოიერიშე დანაყოფები გარკვეულ რაიონებში შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ.
„ოპერაციის დროს დონეცკის რეგიონში სულ 180,8 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გათავისუფლდა, ხოლო დივერსანტებისგან 212,9 კვადრატული კილომეტრი გაიწმინდა,“ - განაცხადა სირსკიმ.