მოსკოვის მილიციამ იაროსლავისა და ლელნინგრადის რკინიგზის სადგურებში ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ იპოვა.
"მილიელებმა შეამოწმეს იაროსლავისა და ლენინგრადის რკინიგზის სადგურები და არაფერი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაპოვნი არ იქნა. სხვა რკინიგზის სადგურების შემოწმება მგზავრების ევაკუაციის გარეშე გრძელდება", - განაცხადა რუსეთის შსს-ს პრესსამსახურის სატრანსპორტო სამმართველოს ხელმძღვანელმა ცენტრალურ ფედერალურ ოლქში ტატიანა აგაპოვამ.
მისი თქმით, ინციდენტს რკინიგზის საქმიანობაზე გავლენა არ მოუხდენია.
ძალოვან უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში "დომოდედოვოში" მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ "სატელეფონო ტერორისტების" აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მოსკოვის შს მთავრი სამართველოს სამორიგეო ნაწილის უფროსის მოადგილე სერგეი კოვაროვმა აღნიშნა, რომ ძალოვან უწყებებში შემოსული ზარების 70% მობილური ტელეფონებიდან ხორციელდება, 30% კი სახლის ან ქუჩის ტელეფონებით.
შეგახსნებთ, რომ მოსკოვის მილიციაში 09:02 საათზე შევიდა შეტყობინება, ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. შემოწმება დაიწყო მოსკოვის ცხრა სადგურში, ხოლო იაროსლავის და ლელინგრადის სადგურებიდან მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.