ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მიიჩნევს, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი ხოსნი მუბარაქი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
"ის კარგი ადამიანია. მე მას კარგად ვიცნობ, თუმცა ალბათ მოვიდა დრო, როდესაც ის უნდა წავიდეს", - განაცხადა მაკკეინმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში ოპოზიციის უფლების იგნორირებამ გამოიწვია ის ვითარება, რომ კაიროს ქუჩები ერთ წუთში რადიკალური დაჟგუფებებით გაივსო.
"მიმაჩნია, რომ ეგვიპტეს სჭირდება ახალი ხელისუფლება. ის რაც ქაიროში ხდება, რევოლუციაა", - განაცხადა მაკკეინმა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის დიდ ქალაქებში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებზეც პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომას მოითხოვენ.
ეგვიპტის მოქმედი პრეზიდენტი ქვეყანას 30 წელია მართავს.
ბოლო მონაცმებით, ოპოზიციასა და სახელისუფლებო ძალებს შორის შეტაკების დროს 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 5000-ზე მეტი დაშავდა.