დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსებს შეუძლით დახმარება აღმოუჩინონ ეგვიპტელ კოლეგებს მხოლოდ რჩევებით, მაგრამ მმართველი რეჟიმის ბედი ეგვიპტელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერბელემ განაცხადა.
"ეს ხალხის საქმეა. მხოლოდ ხალხს შეუძლია მიიღოს გადაწვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ ეგვიპტის პოლიტიკურმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი დილოგი ოპოზიციასა და მოქმედ ხელისუფლებას შორის.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის დიდ ქალაქებში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებზეც პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომას მოითხოვენ.
ეგვიპტის მოქმედი პრეზიდენტი ქვეყანას 30 წელია მართავს.
ბოლო მონაცემებით, ოპოზიციასა და სახელისუფლებო ძალებს შორის შეტაკების დროს 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 5000-ზე მეტი დაშავდა.