რუსეთი დაინტერესებული არ არის ავღანეთიდან საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების გამოყვანით.
ამის შესახებ მიუნხენში ჟურნალიტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა განუცხადა.
"რუსეთი დაინტერესებულია სტაბილური და მშვიდობიანი ავღანეთით და ჩვენ დაინტერესებული ვარ საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების წარმატებით", - განაცხადა ივანოვმა.
მისი თქმით, ავღანეთიდან შეიარაღებული ფორმირებების გასვლა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში არიან, მათ შორის ნატოს ჯარებიც, შეიძლება ახალი საფრთხეების წარმოქმნის მიზეზი გახდეს.
"მარტივად რომ ვთქვა, ვითარება ჩვენთვის უარესი იქნებოდა, ვიდრე ახლა არის", - აღნიშნა სერგეი ივანოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება ამჟამად დიდი შეშფოთებით აკვირდება ავღანეთის ჩრდილოეთით ექსტრემისტების გააქტიურებას.
ივანოვმა განმარტა, რომ რუსეთი შემდგომშიც გეგმავს დახმარების აღმოჩენას ავღანეთში შეიარაღებული კონტიგენტისთვის.