ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, სამართალდარღვევის 37 ფაქტი გამოავლინეს.
"გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 37 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 116 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 37 ფაქტიდან 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 8 - სამცხე-ჯავახეთის, 8- გურიის, 12 - ქვემო ქართლის, 5 - კახეთის და 2 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბრის თვეში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 455 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1209 კუბური მეტრი შეადგინა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრის თვიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 54 ფაქტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.