ირანში სასამართლო პროცესი იმართება, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სამი მოქალაქის საქმეს განიხილავენ. ირანი ამერიკელებს ჯაშუშობაში დებს ბრალად.
სასამართლო სხდომა დახურული იქნება. პროცესზე დასწრებაზე სასამართლომ უარი უთხრა შვეიცაარის ელჩს ირანში ლივია ლეუ აგოსტის, რომელიც პარალელურად ირანში აშშ-ს ინტერესებს იცავს.
სარა შურდი, შეინ ბაუერი და ჯოშ ფატალი ირანელმა მესაზღვრეებმა 2009 წლის ივლისში დააკავეს ერაყის საზღვართან, ქურთისტანის რეგიონში.
სარა შურდი სექტემბერში გირაოთი გაათავისუფლეს, ხოლო ბაუერუ და ფატალი პატიმრობაში იმყოფებიან.
როგორც ბრალდებულები აცხადებენ, ისინი არანაირ ჯაშუშურ საქმიანობას არ ეწეოდნენ და ქურთისტანის რეგიონში სამოგზაუროდ იყვნენ.