აქციის მონაწილეებმა 8 ოქტომბერს, 19:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობა დააანონსეს.
მათი განცხადებით, დროა, საპროტესტო მსვლელობები განახლდეს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს.
"კობახიძის გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, სადაც ის ნულ თანაგრძნობაზე საუბრობს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ გარკვეული რეფლექსია მოგვეხდინა ამ ყველაფერზე, გარკვეული გადააზრება გაგვეკეთებინა და ისე გაგვეახლებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში.
ხვალ ყველას გთხოვთ, შემოგვიერთდეთ რუსთაველის ძეგლთან, 7:00 საათზე, სადაც გვექნება განსხვავებული ტიპის მარში, არ ვიტყვი სხვა ტიპს სიახლეებზე, იქნება ბევრად საინტერესო მარში, სადაც ასევე ვიტყვით გარკვეულ სახეცვლილებებზე, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში საზოგადოებას შესთავაზებს, რომელიც იქნება გაცილებით უფრო მრავალფეროვანი, გაცილებით უფრო საინტერესო, და გაცილებით უფრო მძლავრი იარაღი, როგორც პროპაგანდის ასევე ამ რეჟიმის წინააღმდეგ.
ამიტომ ყველას ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს მარში, ყველა, ვინც თვლის რომ ამ მარშს ჰქონდა მნიშვნელოვანი წვლილი და გავლენა ამ პროტესტში, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ხვალ, 7:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან - ვიტყვით სიახლეებს და, - განაცხადა გოტა ჭანტურიამ.