ჩეჩნების საველე მეთაურმა დოკუ უმაროვმა მოჯაჰიდი სეიფულახი რუსეთში "სპეცოპერაციის" ჩასატარებლად გაგზავნა.
ამის შესახებ ნათქვამია "კავკაზცენტრის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუ უმაროვისა და შაჰიდების მეთაურის, ამირა რიადუს უსამან ხაზმატის ვიდეო მიმართვაში.
შაჰიდების მეთაურის თქმით, რუსეთში დაგეგმილი სპეცოპერაციის მიზანია ყველას შეახსენოს, რომ არ შეიძლება სისხლს ღვრიდე და იჯდე და რძეს სვავდეს.
"რუსეთს მთავარი მეთაური პუტინი და მისნაირები კავკასიაში უსამართლოდ იქცევიან. არ შეიძლება უბრალოდ სისხლი და იჯდე და რძე დალიო, ეს სწორი არ არის. ამიტომ ეს სპეცოპერაცია მიმართულია, რომ დაფიქრდეთ და თქვენს ზემდგომებს ჰკითხოთ რას აკეთებენ, რომლებიც თქვენს ზურგს უკან იმალებიან", - აღნიშნა ამირამ.
ამასთან, რიადუს უსამან ხაზმატის თქმით, მაშინ როდესაც მათ ტერორისტებს და პუტინის ხელისუფლება თავის მოქმედებას ანტიტერორისტულ ქმედებას უწოდებს, კავკასიელების თავდასხმების ნაცვლად მათ მეთაურებს უნდა კითხონ რატომ ღვრიან სისხლს.
ამასთან, ვიდეო მიმართვაში დოკუ უკმაროვი აღნიშნავს, რომ რუსეთში მათ ძმას, მოჯაჰიდი სეიფულახს გზავნის, რომელიც "სპეცოპერაციას" განხორცილებს.
თავის გამოსვლაში კი ჩეჩენი მებრძოლი აღნიშნავს, რომ მისთვის ალაჰის მსახურება პატივია და თავის მოქმედებით სურს პუტინის და მედვედევის უსამართლო ქმედებები აღკვეთოს კავკასიაში.
ვიდეო მიმართვის თანახმად სეიფულახი რუსეთში დავალების შესასრულებლად უკვე გაგზავნილია.