ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ეგვიპტის ეკონომიკა ყოველდღიურად 310 მლნ. დოლარს კარგავს, ამის შესახებ ფრანგული ფინანსური ჯგუფის Credit Agricole ექსპერტების მიერ დადებულ დასკვნაშია აღნიშნული.
Credit Agricole-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით ირკვევა, რომ ექსპერტებმა ეგვიპტის ეკონომიკური ზრდის ტემპს გადახედეს და 2011 წლისთვის ეკონომიკის ზრდის ტემპი 5,3 %-დან 3,7 %-მდე შეამცირეს.
თავდაპირველად კრიზისი ტურისტულ სფეროს შეეხო, რადგანაც ქვეყანაში მიმდინარე არეულობის გამო ეგვიპტის დატოვება დაიწყეს ტურისტებმა. შემდგომ კი ქვეყნის მაშტაბით მოქმედმა ბირჟებმა და ბანკებმა შეაცერეს მუშაობს, ამის შემდეგ კი რამდენიმე მსხვილი საწარმოც გაჩერდა.
შეგახსენებთ, ეგვიპტეში პოლიტიკური არეულობები 25 იანვარს, 82 წლის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოტთხოვნით დაიწყო.