მგონია, რომ ყველაზე მეტად ჩემი კოლეგა პაატა მანჯგალაძე დაიჩაგრა, სრულიად უსამართლოდ ზის ციხეში, ვინც მას იცნობს, ესმის, რომ რევოლუციასთან არაფერ შუაშია და უბრალოდ გაიშარა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„შეიძლება ყველა არ ყოფილიყო ამ შეთანხმებაში ჩართული, ზოგი გულუბრყვილოდ აღმოჩნდა ამ საქმეში გარეული. მგონია, რომ პაატა მანჯგალაძე აბსოლუტურად ტყუილად დაჩაგრეს და გაშარეს, სრულიად უსამართლოდ ზის ციხეში. დანარჩენი, ჩემი აზრით, მოაწყეს სპეცოპერაცია არჩევნების ჩასაშლელად და „ქართული ოცნებისთვის“ 80 პროცენტის მისაცემად დედაქალაქში, რომელიც მათ წაგებული ჰქონდათ. მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ უბრალოდ სულელები არიან და საკუთარი თავი გაიშარეს, მაგრამ არ მგონია, ამდენი ხალხი ყველა სულელი იყოს და ეს შეთანხმების საგანი არ იყოს „ქართულ ოცნებასა“ და ამ ხალხს შორის, რომელმაც კლოუნადა მოაწყო ზედ არჩევნების დღეს.
ზოგადად კრება რომ მხიარული დარჩა, ეს წინასწარმეტყველება ამიხდა. ბურჭულაძეს რაც შეეხება, არ ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მან ეს ყველაფერი შეთანხმებით გააკეთა, მაგრამ იმას არ გამოვრიცხავ, გადააგდონ და ცოტა ხანი მოუწიოს ციხეში ყურყუტი. უბრალოდ, ყველაზე მეტად დაჩაგრული ამ შემთხვევაში არის ჩემი კოლეგა, პაატა მანჯგალაძე, რომელიც უბრალოდ ყველას, ვინც მას იცნობს, ესმის, რომ რევოლუციასთან არაფერ შუაშია და უბრალოდ გაიშარა“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა იაგო ხვიჩიამ.