ტუნისში პოლიციამ ორი ადამიანი მოკლა. შეტაკება ტუნისის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ კეფში მიმდინარე საპროტესტო აქციისას მოხდა. კიდევ ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა.
პოლიციის ოფიცრებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც დემონსტრანტებმა თავს დაესხნენ და პოლიციის განყოფილებას ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეები ქალაქ კეფის პოლიციის უფროსის გადაყენებას მოითხოვდნენ. პოლიციის უფროსს ბრალს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დებენ. საპროტესტო აქციაზე ასობით კეფის მაცხოვრებელი იყო შეკრებილი.
ტუნისში არეულოებები გრძელდება ექს-პრეზიდენტ ზინე ელ-აბიდინე ბენ ალის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგაც.