ეგვიპტის ოპოზიციურმა რადიკალურმა ძალამ, "მუსულმანურმა საძმომ", ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. როგორც ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მოლაპარაკებებს ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად დასთანხმდნენ.
როგორც BBჩ იუწყება, "მუსულმანური საძმო" მოლაპარაკებების დაწყებას დღეიდანვე ითხოვს.
"მუსულმანური ძმობა" ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყებაზე უარს აცხადებდა. " დიდი ოპოზიციური ძალის ლიდერები ხშირად იყნენ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულები. პრეზიდენტმა მუბარაკმა განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ თუ ის გადადგებოდა ამით აღნიშნული ოპოზიციური ძალა ისარგებლებდა. როგორც მთავრობის წევრები ამტკიცებდნენ, თუ მუბარაკი გადადგებოდა, ხელისუფლებაში მოვიდოდა "მუსულმანური ძმობა", რომელიც ქვეყანას რადიკალურ ისლამისტურ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბებდა. თუმცა აღნიშნულ ვარაუდს, ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები უარყოფენ.
რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ეგვიპტეში სიტუაცია დასტაბილურდა. მილიონობით ადამიანი კაიროსა და ალექსანდრიის ქუჩებში პრეზიდენტ ხოსნი მუბარაკის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ. თუმცა, მუბარაკმა, რომელიც 30 წელია ეგვიპტის პრეზიდენტია განაცხადა, რომ თუ ის გადადგებოდა ქვეყანა სრულ ქაოსში მოექცეოდა. მუბარაკმა პირობა დადო, რომ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ეს არჩევნები 2011 წლის სექტემბრამდე გაიმართება.
დიდი საპროტესტო აქციები ეგვიპტეში 25 იანვარს დაიწყო. მის შემდეგ მომხდარ შეტაკებებს დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა და ასეულობით დაიჭრა.