ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექს-შეფმა, ეგვიპტის ოპოზიციის ლიდერმა ალ-ბარადეიმ განაცხადა, რომ ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს. ამით ალ-ბარადეიმ უარყო საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა.
"თუკი ეგვიპტელი ხალხი მოინდომებს, რომ ცვლილებების პროცესი გავაგრძელო, მაშინ მე ეგვიპტელ ხალხს იმედს არ გავუცრუებ,"_განაცხადა ალ-ბარადეიმ.
ტელეკომპანია "ალ-ჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუში, ბარადეიმ აღნიშნა, რომ სექტემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
ცნობისთვის, უფრო ადრე ავსტრიულმა გაზეთმა "სტანდარტმა" გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ალ-ბარადეის საპრეზიდენტო ამბიცია არ ჰქონდა.