უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, კიევის მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ისრაელში გაქცევას აპირებს. "რეგიონების პარტიის" წყაროს ცნობით, ჩერნოვეცკი ისრაელისგან თავშესაფარს ან ცხოვრების უფლებას ითხოვს.
ერთ-ერთი ინფორმაციით, უკრაინის მერი ბათუმში, საკუთარ ვილაში იმყოფება და სწორედ აქედან ელის ისრაელის მოქალაქეობას. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მერის მეუღლეს, ალინა აივაზოვას გუდაურსა და ბაკურიანში ინვესტიციების განხორციელება სურს.
შეგახსენებთ, უკრაინის მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი 2010 წლის დეკემბრის შემდეგ კიევში არავის უნახავს. უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი ნიკოლაი ტომენკო კი ამტკიცებს, რომ ჩერნოვეცკიმ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. თუმცა ამ ინფორმაციას კიევის საქალაქო რადას "ჩერნოვეცკის ბლოკეს" თანათავმჯდომარე დენის კომარნიცკი ბოდვად მიიჩნევს.