დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან.
ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, რომელიც თსუ- პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.
"სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!" - დაწერა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში.