ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მოდერნიზებისთვის ევროპასთან ერთად მუშაობს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ამის შედეგია ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღება. ჩვენ უკვე ვიწყებთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დამონტაჟებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამერიკის, ჩვენი ძალების, მოკავშირეებისა და მეგობრების დასაცავად. ლისაბონში ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს რომ გვაქვს სურვილი რუსეთთან ვითანამშრომოლოთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე. პრეზიდენტი მედვედევი ამ ინიციატივას მიესალმა. ჩვენ გვინდა ნამდვილი თანამშრომლობა, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობას. დიალოგი მოსკოვთან უკვე დავიწყეთ", - განმარტა კლინტონმა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენში აღნიშნული კონფერენცია გუშინ გაიხსნა და 6 თებერვალს დაიხურება.