დიდ ბრიტანეთს რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების იმედი აქვს.
უფრო კონკრეტულად, ბრიტანეთს მოსკოვთან ვაჭრობისა და კოოპერაციის სფეროებში სურს თანამშრომლობის გაღრმავება.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი იქნება ლონდონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიდ ბრიტანეთს 14-15 თებერვალს ეწვევა.