ევროკავშირი და გერმანია ცვლილებების განხორციელებაში ეგვიპტეს დახმარებას აღმოუჩენენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპა მზადაა მხარი დაუჭიროს ეგვიპტეში პროცესების ცვლილებას ახალი პარტნიორობის ფარგლებში.
ამასთან, მან კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ეგვიპტეში მდგომარეობა ნელ-ნელა ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება და ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფლების დაცვის აბსოლუტურ აუცილებლობას.
გარდა ამისა, მერკელის თქმით, არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში მსოფლიო ლიდერებმა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ, თუმცა დასავლური მოდელის ერთი-ერთზე რეალიზება მსოფლიოს ყველა რიგიონში შეუძლებელია.