გაეროს სამშვიდობო ძალების წინაშე მდგარი ამოცანები ბევრად აღემატება მის შესაძლებლობებს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"სულ უფრო მზარდია ამოცანები და მათი მასშტაბები ბევრად აღემატება შესაძლებლობებს. სამშვიდობო ძალები, რომლებიც მოქმედებენ არაოპერატიულად და მცირე კონტიგენტებით, დასმული ამოცანების ეფექტურად გადაჭრას ვერ უზრუნველყოფენ," _ განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
აღნიშნულ კონტექსტში, პან გი მუნმა მაგალითისთვის სამხრეთ სუდანში განვითარებული მოვლენები დაასახელა.