გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ე.წ. ვესტმისტერული დემოკრატიის ექსპორტი ყველა ქვეყანაში ერთნაირად არ გამოვა.
უსაფრთხოების კონცეფციის აუცილებლობასა და ამ კუთხით თითოეული ქვეყნისადმი ინდივიდუალური მიდგომის მნიშვნელობაზე მერკელმა დღეს, მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვითYგამოსვლისას ისაუბრა.
"ჩვენ, 2001 წლიდან მოყოლებული ვნახეთ ამერიკის მოვლენები: ავღანეთი, ერაყი. დავინახეთ რომ ე.წ. ვესტმისტერული დემოკრატიის ექსპორტი ყველა ქვეყანაში ერთნაირად არ გამოვა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ პროცესს, მაგრამ ამავდორულად უნდა გავითვალისწინოთ როგორ უნდა მოხდეს ის და კონკრეტული ქვეყნის შემთხვევაში რა არის საჭირო, რადგან ამ დახმარებით, პირიქით, ქვეყნებს ხელი არ შევუშალოთ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მისივე განმარტებით, არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება და ეს ყველა ქვეყნისთვის ხელშეუხებელი კანონი უნდა იყოს.
"არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება და ეს გაეროს კონვენციაა ადამიანის უფლებების შესახებ. ერთის მხრივ, ჩვენი საგარეო პოლიტიკა ფასეულობებისკენ უნდა იყოს მიმართული, მეორე მხრივ კი, ვაკონტროლოთ, რომ ამ პროცესში დაცული იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა", - დასძინა მერკელმა.
მასალის გამოყენების პირობები