მოსკოვი მსოფლიოს ერთიან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების პარამეტრებზე შეთანხმებას სთავაზობს.
სწორედ აღნიშნული იქნება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ორმხრივი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი და კონფერენციაზე მისი სიტყვით გამოსვლის თემაც.
"ყველა შესაძლებელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ლისაბონის სამიტზე რუსეთ-ნატოს საბჭოს მიერ მიღებული შეთანხმება და შეძლებისდაგვარად უნდა შევათანხმოთ ერთიანი ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის პარამეტრები", - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით ხვალ, 6 თებერვალს გამოვა.