რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე, რომელიც Beluga Nomination -ის ბორტზე იმყოფებოდა, სომალელი მეკობრეების თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
სამი მეკობრე გემის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, თუმცა მათგან ორი შეტაკების დროს დაიღუპა. ერთ-ერთმა მეკობრემ კი თავის დაღწევა შეძლო და გემის ეკიპაჟზე მყოფი ორი ადამიანი_ეროვნებით რუსი და ფილიპინელი, სიცოცხლეს გამოასალმა.
შეგახსენებთ, სატვირთო გემს Beluga Nomination -ს მეკობრები 24 იანვარს სეიშელის კუნძულებიდან 390 საზღვაო მილში დაესხნენ თავს.
სატვირთო გემის ეკიპაჟი 12 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის, იყვნენ პოლონეთის, ფილიპინების, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები.
გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟს რამდენიმე დღის მანძილზე შეეძლო გემზე კონტროლი აეღო. თუმცა საბოლოოდ მეკობრებმა მათი წინააღმდეგობა გატეხეს და გემის მართვის სადავეები ხელთ ჩაიგდეს, რის შემდეგაც მათ გემის გეზი სომალის მიმართულებით შეცვალეს.