"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით ოფიციალურად გაფორმდა და ინიცირებისათვის საორგანიზაციო დეპარტამენტს გადაეგზავნა.
იმის დემონსტრირებისთვის, რომ ინიცირება იურიდიული კომიტეტის სახელით ხდება, იურიდიული კომიტეტის საგანგებო სხდომაც კი გაიმართა, სადაც საარჩევნო კოდექსის ინიცირების დაფიქსირება ჟურნალისტების თანდასწრებით მოხდა. შეგახსენებთ, პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებამ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა პროექტს ხელი უკვე მოაწერა და პარლამენტში მის ინიცირებასაც მოახდენს, საკანონმდებლო ორგანოში გაუგებრობა გამოიწვია.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ შეხვედრაზე ოფიციალურად დააფიქსირებს, რომ ეს ინიციატოვა ეკუთვნის პარლამენტს და არა პრეზიდენტს.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა NDI-ის ფორმატით გამართულ მოპალარაკებებში ჩართულმა ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო, "ალიანსი საქართველოსთვის~ წარმომადგენლების გარდა. კომიტეტის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა თეზისების სახით ჩამოთვალა ყველა ის შეთანხმება, რომელიც NDI-ის ოფისში გამართული ათთვიანი მოლაპარაკებების შედეგად საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა აისახოს.
საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის 30 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე გავა.