ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც საქართველოში 1.42 მლნ აბონენტს ემსახურება, 2025 Global Banking & Finance Awards® -ის ნომინაციაში "საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომი“ ჯილდო მიიღო.
„საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომის“ ჯილდო, სელფიმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისთვის მიიღო, მათ შორისაა:
- 5G -ს განვითარება ქვეყნის მასშტაბით
- VoLTE -ს დანერგვა
- პარტნიორობის გაღრმავება Vodafone-თან
- საქართველოში პირველი, ტელეკომის ლოიალობის პლატფორმის შეთავაზება
- ლიდერობა ინტერნეტ პაკეტებისა და როუმინგის მიმართულებით
- ინოვაციური Travel eSim-ის გამოშვება, რომელიც სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია აიღოს ნებისმიერი ქსელის აბონენტმა.
„მინდა მივულოცო სელფის აბონენტებს და გუნდს ეს საერთაშორისო აღიარება. ეს ჯილდო მკაფიო სიგნალია, რომ სწორი გზით მივდივართ - თვიდან-თვემდე იზრდება სელფის მომხმარებელთა რიცხვი, მაშასადამე ნდობა ჩვენი სერვისებისადმი. წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს,“ - განაცხადა როსტომ ტალახაძემ, CEO -მ.