ეგვიპტეში "გადადგომის პარასკევი" უშედეგოდ დასრულდა. დემონსტრანტების მასშტაბური აქციის მიუხედავად, ჰოსნი მუბარაქი გადადგომას არ აპირებს.
ულტიმატუმის ვადის ამოწურვისთანავე მომიტინგეებმა ქაიროს ცენტრში ქვეყნის ეროვნული დროშები გამოფინეს და პატრიოტული სიმღერების შესრულება დაიწყეს.ანტისახელისუფლებო აქციის მიმდინარეობის პერიოდულად სროლის ხმაც ისმოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტთა ნაწილი მოედნის დატოვებას აპირებს, ქაიროს ცენტრში კი ღამეს მხოლოდ მომიტინგეთა ერთი ნაწილი გაათენებს.
უცხოური მედიის ცნობით, ძირითადი საპროტესტო აქციები ეგვიპტეში სამშაბათსა და პარასკევს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ეგვიპტის დედაქალაქში შეკრიბილმა მომიტინგეებმა პრეზიდენტ მუბარაქს გადადგომისთვის ულტიმატუმი წაუყენეს. "გადადგომის პარასკევი" - სწორედ ასე ერქვა გუშინდელ მიტინგს, რომელშიც რამდენიმე ათასი დემონსტრანტი მონაწილეობდა.