სამართალდამცველებმა ქურდობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 წლის პაატა ტაბატაძემ ჭავჭავაძის გამზირე მდებარე ვალუტის ერთ-ერთი გადამცვლელი ჯიხურიდან 6000 ლარი გაიტაცა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4 დან 6 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები