ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის უწყებებს შიარაღების შემდგომი შემცირების შესახებ აფრთხილებს.
"როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას შემცირებასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ბრძნული უნდა იყოს. ევროპას არ შეუძლია საკუთარ თავს მისცეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროდან სრული გამოსვლის უფლება", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნატოს ხარჯები ევროპის ქვეყნებში 45 მლრდ დოლარით შემცირდა, რაც ფაქტობრივად გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტის ტოლია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთმა რამდეჯერმე გაზარდა თავდაცვის ხარჯები, ხოლო ინდოეთმა 60 %-ით.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენში უსაფრთხოების 47-ე კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები იღებენ.