უცნობებმა ეგვიპტის ახლადდანიშნულ ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანზე თავდახხმა განახორციელეს, ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
საპროტესტო გამოსვლები ეგვიპტეში 25 იანვრიდან დაიწყო, ხოლო სულ რამდენიმე დღეში, 29 იანვარს, ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ომარ სულეიმანი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშნა, რომელიც 30 დღის მანძილზე ვაკანტური გახლდათ.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ანონიმური მაღალჩინოსნის მტკიცებით, თავდასხმა კორტეჟზე მოხდა, სადაც სულეიმანის ავტომობილიც მოძრაობდა. დაიღუპა დაცვის ორი წევრი. ამასთან, ტელეკომპანია თავდასხმის ზუსტ დროს არ აკონკრეტებს.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა მომხდარის კომენტირებაზე თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ეგვიპტეში გამოსვლები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.